ბათუმი, საქართველო
,
21
ივნისი
,
2016—
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (
IFC
), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, და საქართველოს შემოსავლების სამსახურმა დღეს ბათუმში გახსნეს ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას და ეკონომიკური ზრდის წახალისებას ისახავს მიზნად.
კონფერენციას 70-ამდე მონაწილე ესწრება 17 ქვეყნიდან, მათ შორის მთავრობების, საბაჟო სამსახურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. მონაწილე ექსპერტებს შორის არიან: მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და ევროკომისიის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და რა გზით მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. ეს მეტად მნიშვნელოვანია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის, სადაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციები ხშირად დიდ დროს და თანხებს საჭიროებს, რაც ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა:
„
საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს. მოხარულები ვართ
,
ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ფორუმს. მიგვაჩნია
,
რომ საქართველოს ბევრი რამ შეუძლია გაუზიაროს სხვა ქვეყნებს. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც სასარგებლო იქნება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას რეგიონის მასშტაბით
.
”
მსოფლიო ბანკის ჯგუფი მთავრობებს ვაჭრობის სფეროში კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებაში ეხმარება. შედეგად, კომპანიებისთვის მცირდება ინსპექციების სიხშირე, საქონლის გაფორმებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო და საოპერაციო ხარჯები, ასევე მარტივდება პროცედურები. სახელმწიფო ორგანოებს კი უფრო ეფექტიანი ფუნქციონირების საშუალება ეძლევათ.
IFC
-ის უფროსმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯერსპერ კიერმა აღნიშნა:
„
ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია საერთაშორისო ვაჭრობის პროცედურების გამარტივებით. ეს კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ამ სფეროში ცოდნის გაზიარებას და სავაჭრო ბარიერების შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის წახალისებას შეუწყობს ხელს.“
ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკისა და
IFC
-ის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის საქმიანობის ნაწილია, რომელიც დახმარებას უწევს ქვეყნებს მარტივი, ეფექტიანი, და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების შემუშავებაში, რათა ხელი შეუწყონ კერძო სექტორის ზრდას და ამავდროულად დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.
ამ სტრატეგიის ფაგლებში, ვაჭრობის ხელშეწყობის პროექტი ეხმარება განვითარებად ქვეყნებს ვაჭრობის მხარდამჭერი რეფორმების განხორციელებაში და ამით ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. პროგრამის მხარდამჭერები არიან: კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტი, ევროკომისია, ნორვეგიის საგარეოს საქმეთა სამინისტრო, შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო, ასევე
UKaid
და
USAID.
კონფერენციას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო.
2015 ფინანსურ წელს
IFC
-მ მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.
IFC
-
ის
შესახებ
IFC,
მსოფლიო
ბანკის
ჯგუფის
წევრი
,
განვითარებაზე
ორიენტირებული
ყველაზე
მსხვილი
საერთაშორისო
ინსტიტუტია
,
რომელიც
განვითარებად
ქვეყნებში
კერძო
სექტორს
უწყობს
ხელს
.
ჩვენ
ვმუშაობთ
2,000-
ზე
მეტ
ბიზნეს
კომპანიასთან
მსოფლიოში
და
ვიყენებთ
ჩვენს
კაპიტალს
,
ცოდნასა
და
გავლენას
,
რათა
შევქმნათ
განვითარებისთვის
საჭირო
შესაძლებლობა
იქ
,
სადაც
ამის
საჭიროება
ყველაზე
მწვავეა
. 2015
ფინანსურ
წელს
,
ჩვენმა
გრძელვადიანმა
ინვესტიციებმა
განვითარებად
ქვეყნებში
თითქმის
18
მილიარდ
აშშ
დოლარს
მიაღწია
.
ეს
ფინანსური
რესურსი
მიზნად
ისახავს
ხელი
შუწყოს
კერძო
სექტორს
შეასრულოს
გადამწყვეტი
როლი
უკიდურესი
სიღარიბის
დაძლევასა
და
ცხოვრების
დონის
გაუმჯობესებაში
.
დამატებითი
ინფორმაციის
მიღება
შესაძლებელია
ვებ
-
გვერდზე
:
www.ifc.org
.
შემოგვიერთდით
:
მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შესახებ
დამატებითი
ინფორმაციის
მიღება
შესაძლებელია
ვებ
-
გვერდზე
:
ავსტრიის
ფინანსთა
სამინისტროს
შესახებ
დამატებითი
ინფორმაციის
მისაღებად
,
გთხოვთ
,
ეწვიოთ
ვებ
-
გვერდს
:
www.bmf.gv.at